ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
25 დეკემბერი 2017 წელი
24 დეკემბერს სხალთა-ხიხანის ხეობაში სახალხო დღესასწაული "ტბელობა" გაიმართა
24 დეკემბერს სხალთა-ხიხანის ხეობაში, შუა საუკუნეების დიდი ფილოსოფოსის, ასტროლოგისა და საზოგადო მოღვაწის ტბელ აბუსერისძის ხსოვნის უკვდავსაყოფად მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აჭარის ა.რ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. აგრეთვე მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ხელოვნების დამსახურებული მუშაკები ასევე, პრესის, მედიისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
ღონისძიება სხალთის მონასტერიდან დაიწყო, სადაც ტბელის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს. 
შემდეგ უკვე ღონისძიებამ სოფელ ხიხაძირში გადაინაცვლა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ და შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ და სხვა მობრძანებულმა სტუმრებმა. 
2015 წელს, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესდა „წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია“, რომელიც მოიცავს დიპლომს და ფულად ჯილდოს 500 ლარის ოდენობით. ტბელის სახელობის პრემიები და ლაურეატობის დამადასტურებელი დიპლომები ხეობაში აღზრდილ ოთხ შესანიშნავ მეცნიერს - სერგო დუმბაძეს, რამაზ ხალვაშს, დავით ბარათაშვილსა და ონისე სურმანიძეს გადაეცათ. დაჯილდოვდნენ აგრეთვე სხალთა-ხიხანის ხეობის 7 საჯარო სკოლის 40 წარჩინებული მოსწავლე, მათ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების კრებული გადაეცათ. 
ღონისძიების კულტურულ ნაწილში მონაწილეობდნენ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბერმუხა“, „არგინეთი“, „გოდერძი“, აგრეთვე ხიხაძირის ვაჟთა ქორეოგრაფიული ანსამბლი, ვოკალური ანსამბლი „ვერნები“ და სხვადასხვა საოჯახო ანსამბლები.
სახალხო ზეიმის დაწყებამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხიხაძირის კულტურის სახლის რეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გახსნეს. მისი რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88000 ლარი გაიხარჯა.
ტბელ აბუსერისძე მე-13 საუკუნეში მოღვაწეობდა ის იყო მწერალი, ჰიმნოგრაფი, ასტრონომი, ღრმა მეცნიერული აზროვნებით გამორჩეული მწიგნობარი, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია ქართულ კულტურას. ისტორიული წყაროების მიხედვით ტბელმა ააშენა წმინდა გიორგის ეკლესია ხიხანში, შემდეგ კი ამ ტაძრის ღვთისმსახურიც ყოფილა ის და თავისი თხზულებებიც სწორედ მაშინ შეუქმნია. მასვე შეუდგენია ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი, რომელიც 1223 წლით თარიღდება. 
ივ. ჯავახიშვილისა და კ. კეკელიძის დახასიათებით, მან დიდი წვლილი შეიტანა შუა საუკენეების ქართული კულტურის, მეცნიერებისა და სასულიერო მწერლობის განვითარებაში, იმდროინდელი საქართველოს ყოფა-ცხოვრების შესწავლაში. 
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ტბელ აბუსერისძე წმინდანად იქნა შერაცხული, მას შემდეგ 30 აგვისტოს წმინდა ტბელის ხსენების დღეს აღნიშნავენ. 
პირველი სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ 1997 წლის 13 სექტემბერს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
იანვარი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 707 870 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”