ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
13 დეკემბერი 2017 წელი
ხულოში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინა
დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. წირვა-ლოცვა ხულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში სხალთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა აღავლინა. წირვას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მერის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძე ეწრებოდნენ.
როგორც ცნობილია, ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ჩამოვიდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანა და დიდი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.
გადმოცემის თანახმად, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა. რის შემდეგაც მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო.
ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი და ბოლო მოგზაურობაში წავიდა. გადმოცემით ცნობილია რომ ის ისევ ეწვია საქართველოს და ქრისტიანობა იქადაგა. შემდეგ კი ისევ სხვა ქვეყნებში განაგრძო მოგზაურობა.
ბოლო ქალაქი, სადაც ანდრია პირველწოდებული მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა, იყო საბერძნეთის ქალაქი პატრა. წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ იგი. წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ ანდრია, მაგრამ მან მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. თუმცაღა მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და აღესრულა. ეს მოხდა 62 წელს. დაკრძალეს იქვე, პატრაში.
357 წელს კონსტანტინე დიდის ვაჟმა- კონსტანციუსმა, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში.
2002 წლის 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნცმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ — 12 მაისსა (საქართველოში ჩამობრძანების დღე) და 13 დეკემბერს (მისი აღსასრულის დღე) აღნიშნავს.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
იანვარი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 707 870 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”