ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
11 დეკემბერი 2017 წელი
კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონი გაიხსნა
10 დეკემბერს კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებასთან დაკავშირებით კურორტზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სხვა ოფიციალური პირები და სტუმრები იმყოფებოდნენ. გოდერძზე სეზონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გახსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას კურორტ “გოდერძის“ სეზონის გახსნა მიულოცა და კურორტზე 4 ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყება დააანონსა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის რეგიონი არის 12 თვის დასასვენებელი ადგილი, გოდერძი კი ძალიან მალე იქნება საერთაშორისო დონის კურორტი. ასევე, ზურაბ პატარაძემ დააანონსა ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა.
,,გოდერძის უღელტეხილზე გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს ხელი მოეწერა კიდევ 4 ახალი სასტუმროს მშენებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის. რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე დამუშავების სტადიაშია და ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ ახალ ინვესტორებს. ჯამში, 10-ზე მეტი სასტუმრო კომპლექსი ამ ეტაპზე შენდება გოდერძზე. ფაქტობრივად, დასრულებულია შიდა პერიმეტრის მოწყობა. დასრულებულია შიდა გზების, გარე განათების მოწყობაც. ასევე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღის და მწვანე ტბის მოწყობა ჩვენი უპირველესი პრეროგატივა და დაინტერესებაა და ამ მიმართულებით 2018 წელს გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები“-აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლებთან საინვესტიციო პროექტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
გახსნის ცერემონიას კურორტ გოდერძზე ასევე ესწრებოდნენ აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები.
კურორტის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით გონდოლის ქვედა სადგურთან მოეწყო სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობა მიმდინარეობდა. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ და ვოკალური ანსამბლი „ხულო“.
კურორტზე ორი დიდი საბაგიროა, გონდოლას და ბაბლის ტიპის, 2017/18 წლის სეზონზე კი კურორტს ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი საჩოჩიალო შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე კი - ზღვის დონიდან 2366 მეტრი. კურორტის განვითარების ფარგლებში 1761 მეტრიანი შიდა გზა და სანიაღვრე არხები მოეწყო, ასევე განთავსდა განათების ბოძები. ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს.
კურორტ გოდერძის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. სამთო-სათხილამურო კურორტზე ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი პროექტებით კურორტს 500 ახალი სამუშაო და 435 განთავსების ადგილი დაემატება.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
იანვარი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 707 870 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”