ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
08 დეკემბერი 2017 წელი
ხულოში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა
დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მერის გოჩა მელაძის ხელმძღვანელობით მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრას შტაბის ძირითად წევრებთან ერთად მოწვეული წევრებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა განიხილეს და შტაბის წევრებს მიეცათ შესაბამისი დავალებები არსებული შეფერხებების აღმოსაფხვრელად.
ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 2 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 1,5 მ-ს, ხოლო დაბლობში 1 მ-ს მიაღწია. უამინდობის გამო შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუმცა მობილიზებულია როგორც მერიის, ისე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, შემდეგ კი შიდა სასოფლო გზების გაწმენდა დაიწყება. შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს და უახლოეს პერიოდში არსებული შეფერხებებიც აღმოიფხვრება. უამინდობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო საჯარო სკოლების უმეტესობასა და საბავშვო ბაღებში.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
იანვარი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 707 870 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”