ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
24 ნოემბერი 2017 წელი
ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვა გრძელდება
ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვა გრძელდება. ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1,5 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 1 მ-ს, ხოლო დაბლობში 50 სმ-ს მიაღწია. უამინდობის გამო შექმნილი შეფერხებების საწინააღმდეგო ღონისძიებები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის გზების გაწმენდით სამუშაოებს მერიისა და საგზაო დეპარტამენტის 17 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს. აქტიურად აწარმოებს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების აღმოფხვრას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე დაბა ხულოში გზის გაწმენდით სამუშაოებს გაეცნენ. პრევენციულ ღონისძიებებში ჩართული არიან საგანგებო შტაბის სხვა წევრებიც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ადგილზე სწავლობდნენ შექმნილ მდგომარეობას.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
დეკემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 706 864 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”