ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
24 ნოემბერი 2017 წელი
ხულოში ინტენსიური თოვა გრძელდება
ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1,2 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 60-70 მ-ს, ხოლო დაბლობში 30-40 სმ-ს მიაღწია. უამინდობის გამო გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუმცა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ტრანსპორტი გადაადგილდება. მობილიზებულია როგორც მერიის, ისე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა. ამ დროისათვის გაწმენდით სამუშაოებს 17 ერთეული ტექნიკა ახორციელებს.
შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა აქტიურად მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები და უახლოეს პერიოდში არსებული შეფერხებებიც აღმოიფხვრება. უამინდობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი საგანგებო შტაბი მერის გოჩა მელაძის ხელმძღვანელობით არის მუდმივ მზადყოფნაში და საჭიროების შემთხვევაში ხდება არსებული პრობლემის ადგილზე შესწავლა. მზადყოფნაშია მუნიციპალიტეტში არსებული ყველა შესაბამისი უწყება.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
დეკემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 706 864 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”