ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
20 სექტემბერი 2017 წელი
ხულოში საბავშვო ბაღების ეზოებში ატრაქციონების მოწყობა მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის, მათი კეთილმოწყობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. აქტიურ ფაზაშია თხილვანის საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია კაუჩუკის მოედნის დაგება ბეტონის საფუძველზე და დაიწყება უშუალოდ ატრაქციონების მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. "ექსიმ ჯგუფი" ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 68082 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საბავშვო ატრაქციონები ხიხაძირის საბავშვო ბაღის ეზოშიც მოეწყობა.
უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ თხილვანაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდა, რისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 266998 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაიხსნება.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
დეკემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 706 864 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”