ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
21 ივლისი 2017 წელი
ც ნ ო ბ ა

2017  წლის  27 ივლისის  ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომის 
  დღის წესრიგის განსაზღვრის შესახებ

   ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: დაბა ხულო ტბელ აბუსერიძის  ქუჩა N1 ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული) 2017  წლის 27 ივლისს  დღის  12:00 საათზე   ჩატარდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, დღის წესრიგი განისაზღვრა შემდეგ საკითხებზე: 

საკითხი 1. "ხულოს მუნიციპალიტეტის  2017  წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
                                                                   მომხსენებელი: ნადიმ ვასაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

საკითხი 2. „სპორტულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №88 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
                                                                          მომხსენებელი:  ბადრი მელაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის  გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

საკითხი 3. ხულოს მუნიციპალიტეტის  სოციალურ ეკონომიკური განვითარების  მუნიციპალური პროგრამის „დაბა ამორტიზირებული და საცხოვრებლად უვარგისი  სახლების გარეშე“ დამტკიცების შესახებ
                                                                    მომხსენებელი:  ზაზა აბულაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

საკითხი 4. „დაბა ხულოსა და სასოფლო ცენტრების სანიტარული დასუფთავების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N80 განკარგულებაში  ცვლილებების შეტანის შესახებ.
                                                                    მომხსენებელი:  ზაზა აბულაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

საკითხი 5. ფერმერებისა და აგრო მეწარმეების (მესაქონლეობა, მეფრინველეობა)ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ.
                                                                     მომხსენებელი:  რამაზ შავაძე  - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

საკითხი 6. „უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში  გარდაცვლილ  პირთა  დაკრძალვისათვის  ერთჯერადი მატერიალური  დახმარების პროგრამის დამტკიცების  შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N82 განკარგულებაში  ცვლილებების შეტანის შესახებ.
                                                                     მომხსენებელი:  რამაზ შავაძე  - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 

საკითხი 7. .,,ცერებრალური დამბლით და ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხარჯების საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №101 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 
                                                                        მომხსენებელი:  რამაზ შავაძე  - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 

საკითხი 8. „ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N103 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
                                                                      მომხსენებელი:  რამაზ შავაძე  - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 
საკითხი 9. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირთა  სატრანსპორტო ხარჯებით  უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
                                                                        მომხსენებელი:  რამაზ შავაძე  - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 
 საკითხი 10. „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 
                                                                    მომხსენებელი: ალბერტი ბოლქვაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 
საკითხი 11. “ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N31 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების  შესახებ
                                                                     მომხსენებელი: ჯუმბერ დიმიტრაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა  და  ეთიკის კომისიის  თავმჯდომარე

საკითხი 12. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო  ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ 
                                                                                     მომხსენებელი: ჯამბულ ხოზრევანიძე - ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე.
  დღის წესრიგის წარმოებას  ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი,  დაინტერესებულ  პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების  წარდგენა  შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე  ცნობის გამოქვეყნებიდან 2017  წლის 25  ივლისს   დღის 13:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: დაბა ხულო ტბელ აბუსერისძის  ქუჩა N1 ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მესამე სართული).
   ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის  (დადგენილება, განკარგულება ) გამოცემის თარიღად  განსაზღვრულია 2017  წლის 27  ივლისი.




ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
ოქტომბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 705 586 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”