ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
19 ივლისი 2017 წელი
ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა გაიმართა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების, საჯარო მოხელეებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისათვის.
პროექტის ფარგლებში, დღეს გამგეობის მცირე დარბაზში, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებთან საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებები წინასაარჩევნო პერიოდში, მათი ურთიერთობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე, ამომრჩევლის მოსყიდვის ცნება, რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებების მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში და სხვ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოები დაურიგდათ. შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
აგვისტო 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 704 375 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”