ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
23 ივნისი 2017 წელი
ცნობა

2017  წლის  29 ივნისის   ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომის 
  დღის წესრიგის განსაზღვრის შესახებ

   ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: დაბა ხულო ტბელ აბუსერიძის  ქუჩა N1 ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული) 2017  წლის 29 ივნისს დღის  12:00 საათზე   ჩატარდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, დღის წესრიგი განისაზღვრა შემდეგ საკითხებზე: 
საკითხი 1. "ხულოს მუნიციპალიტეტის  2017  წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
                                                                   მომხსენებელი: ნადიმ ვასაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.

საკითხი 2. „უპატრონო და მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N84 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
                                                                     მომხსენებელი: ზაზა აბულაძე- ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი;

საკითხი 3. „ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა შენახვის პროგრამის დამტკიცების შესახებ„ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N94 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
                                                                    მომხსენებელი:  ზაზა აბულაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი;

საკითხი 4. „სპორტულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №88 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
                                                                          მომხსენებელი:  ბადრი მელაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის  გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი;
საკითხი 5. ხულოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ 
                                                                      მომხსენებელი:  ბადრი მელაძე  - ხულოს მუნიციპალიტეტის  გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი;
საკითხი 6. “ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამნის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016 წლის 29 დეკემბრის N102 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

                                                                     მომხსენებელი:  ლედი დეკანაძე  - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის მ/შ;

საკითხი 7. ხულოს მუნიციპალიტეტის ავარიული სახლების მქონე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის   საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
                                                                     მომხსენებელი:  ლედი დეკანაძე  - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის მ/შ;

საკითხი 8. მძიმე ფსიქიური აშლილობის მქონე ბენეფიციარებზე მობილური გუნდების მომსახურების უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

                                                                     მომხსენებელი :  ლედი დეკანაძე  - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის მ/შ;
საკითხი 9. ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N103 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
                                                                    მომხსენებელი - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის მ/შ ლედი დეკანაძე.

 საკითხი 10. ხულოს მუნიციპალიტეტში ალპური ბოტანიკური ბაღის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ.
                                                                      მომხსენებელი: გურამ დეკანაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.

საკითხი 11. „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.  
                                                 მომხსენებელი: ალბერტი ბოლქვაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსი.
საკითხი 12. „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 
                                                     მომხსენებელი: ალბერტი ბოლქვაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსი.

საკითხი 13. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების  განსაზღვრის  შესახებ 
                                                         მომხსენებელი:  ნადიმ ვასაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი;

საკითხი 14. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების საშტატო ნუსხისა დამტკიცების  შესახებ
                                                         მომხსენებელი:  ირაკლი ხაჯიშვილი - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი;

საკითხი 15. „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დებულების  დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.   
                                                                  მომხსენებელი: ჯუმბერ დიმიტრაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა  და  ეთიკის კომისიის  თავმჯდომარე

 საკითხი 16. „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 04 მაისის N6 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.   
                                                                  მომხსენებელი: ჯუმბერ დიმიტრაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა  და  ეთიკის კომისიის  თავმჯდომარე.
საკითხი 17. „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
                                                                  მომხსენებელი: ჯუმბერ დიმიტრაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა  და  ეთიკის კომისიის  თავმჯდომარე.
საკითხი 18. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის III  კვარტლის  სამუშაო  გეგმის დამტკიცების შესახებ.
                                                                   მომხსენებელი: ჯუმბერ დიმიტრაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა  და  ეთიკის კომისიის  თავმჯდომარე

საკითხი 19. „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში  პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (პეტიციის  წარდგენის (განხილვის) თაობაზე  წარსადგენი განცხადების) და პეტიციის  განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 მაისის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
                                                                   მომხსენებელი: ჯუმბერ დიმიტრაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა  და  ეთიკის კომისიის  თავმჯდომარე
საკითხი 20. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო  ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ 
                                                              მომხსენებელი: ჯამბულ ხოზრევანიძე - ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე.

დღის წესრიგის წარმოებას  ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, დაინტერესებულ  პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების  წარდგენა  შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე  ცნობის გამოქვეყნებიდან 2017  წლის 27 ივნისს   დღის 13:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: დაბა ხულო ტბელ აბუსერისძის  ქუჩა N1 ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მესამე სართული).
   ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის  (დადგენილება, განკარგულება ) გამოცემის თარიღად  განსაზღვრულია 2017  წლის 29  ივნისი.




ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
ივლისი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 703 604 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”