ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
10 მაისი 2017 წელი
ხულოში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავი აღნიშნეს
9 მაისს ხულოში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, ა(ა)იპ აჭარის ა.რ. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანება „ომგადახდილის“ ხულოს რაიონული ფილიალის წარმომადგენლები და მოქალაქეები სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამამულო ომში დაღუპულები გაიხსენეს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ და საკრებულოს სოციალურ კომისიის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძემ.
ღონისძიებაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო სამამულო ომის თემატიკასთან დაკავშირებული მუსიკალური ნომრები. ღონისძიების დასასრულს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ბეღლეთში სამამულო ომის ვეტერანის იოსებ კახაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. იოსებ კახაძე გასულ წელს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეორე მსოფლიო ომში ხულოს მუნიციპალიტეტიდან 750 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 247 გარდაცვლილი და უგზოუკვლოდ დაკარგულია.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
სექტემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 705 081 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”