ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
03 მაისი 2017 წელი
ხულოში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. 2 მაისს, კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიებები მუნიციპალიტეტის რამდენიმე ბიბლიოთეკაში გაიმართა. ხიხაძირის სასოფლო ბიბლიოთეკაში, სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაატარეს. სხალთის სასოფლო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ღონისძიება თემაზე "ხიმშიაშვილები ზემო აჭარის მმართველები". 
ქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სოფელ კალოთაში სასოფლო ბიბლიოთეკის გახსნისათვის, სადაც ატანილი იქნა წიგნები და საკანცელარიო ნივთები, აგრეთვე დარეგისტრირდა პირველი მკითხველიც.
აღნიშნულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე, ხულოს კულტურის ცენტრის დირექტორი ჯუმბერ აბაშიძე და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
ნოემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 706 332 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”