ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
30 მარტი 2017 წელი
2017 წლის 12 და 20 აპრილს 12:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტში ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ნარჩენების მართვის გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართება
          2017 წლის 12 და 20 აპრილს 12:00 საათზე, გამგეობის მცირე დარბაზში ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრები ნარჩენების მართვის გეგმასთან დაკავშირებით. შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს ნარჩენების მართვის 2016–2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016–2020 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზნების მიღწევას ადგილობრივ დონეზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწონ აღნიშნულ შეხვედრებს და მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების განხილვაში.
          მსგავსი ტიპის შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2017 წლის 14 თებერვალს  საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა.
          საქართველოს კანონის “ნარჩენების მართვის კოდექსი” მე-13 მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობები ვალდებულნი არიან შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა წარმოადგენს ჩარჩო-დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს მის იურისდიქციაში, ნარჩენების მართვას და შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც მას აკისრია ნარჩენების მართვის კუთხით ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. აღნიშნული გეგმის მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესება.
          ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაწყებულია მუშაობა ნარჩების მართვის გეგმის შემუშავებაზე. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა  მზადდება “ნარჩენების მართვის კოდექსის” მოთხოვნების შესაბამისად. გეგმის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის პროცესის დაგეგმვა ნარჩენების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე პრაქტიკის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, გეგმა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის ისეთი სისტემის შემუშავებასა და განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე როგორც მოსახლეობისათვის, ისე ადგილობრივი ორგანიზაცია-დაწესებულებების და საწარმოებისათვის ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ეფექტიანი სერვისის მიწოდებას.
          როგორც ყველა პროექტი, აღნიშნული გეგმაც ითვალისწინებს ნარჩენების მართვის გეგმის საჯარო განხილვებს, გამოკითხვებს, და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას, აგრეთვე მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის დონის შესწავლას ისეთი საკითხებისადმი როგორებიცაა ნარჩენების შეგროვების სისტემა, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურების გადასახადი და მისი ამოღება, ამ მომსახურების ეფექტიანობა, გარემოს დაბინძურება და სხვ.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
აპრილი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 701 670 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”