ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
24 მარტი 2017 წელი
ცნობა
2017  წლის  30  მარტის  ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  დღის წესრიგის განსაზღვრის შესახებ
 ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: დაბა ხულო ტბელ აბუსერიძის  ქუჩა N1 ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული) 2017  წლის 30 მარტს  დღის  12:00 საათზე   ჩატარდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, დღის წესრიგი განისაზღვრა შემდეგ საკითხებზე: 

საკითხი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის  დამტკიცების შესახებ.
                                                  მომხსენებელი: ნადიმ ვასაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.
საკითხი 2.  ანგარიში ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ  2016 წელს    განხორციელებული შესყიდვების            შესახებ.
                                                   მომხსენებელი:  ელდარ ბოლქვაძე -   ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების განყოფილების უფროსი.

  საკითხი 3.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 43მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ.

                                                     მომხსენებელი: რამაზ შავაძე – ხულოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის უფროსი.

საკითხი 4. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის II  კვარტლის  სამუშაო  გეგმის დამტკიცების შესახებ.
                                                      მომხსენებელი: ჯუმბერ დიმიტრაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა  და  ეთიკის კომისიის  თავმჯდომარე

საკითხი 5. „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“  ხულოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 თებერვლის  N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
                                                     მომხსენებელი: ჯუმბერ დიმიტრაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა  და  ეთიკის კომისიის  თავმჯდომარე

  დღის წესრიგის წარმოებას  ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი,  დაინტერესებულ  პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების  წარდგენა  შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე  ცნობის გამოქვეყნებიდან 2017  წლის 28 მარტის  დღის 13:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: დაბა ხულო ტბელ აბუსერიძის  ქუჩა N1 ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მესამე სართული).
   ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის  (დადგენილება, განკარგულება ) გამოცემის თარიღად  განსაზღვრულია 2017  წლის 30  მარტი.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
სექტემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 705 103 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”