ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
17 თებერვალი 2017 წელი
ც ნ ო ბ ა

2017  წლის  23  თებერვლის   ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  დღის წესრიგის განსაზღვრის შესახებ

   ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: დაბა ხულო ტბელ აბუსერიძის  ქუჩა N1 ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული) ჩატარდება 2017  წლის 23 თებერვალს  დღის  12:00 საათზე  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღის წესრიგი განსაზღვრა შემდეგ საკითხებზე: 

საკითხი 1. "ხულოს მუნიციპალიტეტის  2017  წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
                                                                   მომხსენებელი: ნადიმ ვასაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.

 საკითხი 2. ,,დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა სატრანსპორტო ხარჯებით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების  შესახებ“  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
                                                                მომხსენებელი: რამაზ შავაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის უფროსი.

საკითხი 3. ბრონქული ასთმით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ.
                                                            მომხსენებელი: რამაზ შავაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის უფროსი.

საკითხი 4. „ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა - შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 05 სექტემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
                                                            მომხსენებელი: რამაზ შავაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის უფროსი.

საკითხი 5. ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 431 და 432  მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ.
                                                               მომხსენებელი: რამაზ შავაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის უფროსი.

საკითხი 6.  „დაბა ხულოსა და სასოფლო ცენტრების სანიტარული დასუფთავების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N80 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
                                                                  მომხსენებელი: ზაზა აბულაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის 
სამსახურის უფროსი.

საკითხი 7. ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ
                                                                  მომხსენებელი: ზაზა აბულაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის 
სამსახურის უფროსი.
საკითხი 8. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის  2016 წლის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
                                                                    მომხსენებელი: მალხაზ სურმანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

საკითხი 9. ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
                                                                         მომხსენებელი: ზურაბ თავართქილაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვისა და მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების უფროსი 

საკითხი 10. ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსების ერთიანი ნორმების, თანხის გამოყოფისა და ხარჯვის ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ.
                                                          მომხსენებელი:  ბადრი მელაძე  -  ხულოს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.

საკითხი 11.  ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სპორტის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების ერთჯერადი ფულადი ჯილდოების  დამტკიცების შესახებ.
                                                                    მომხსენებელი:  ბადრი მელაძე  -  ხულოს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.

საკითხი 12.  „სპორტულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №88 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
                                                                    მომხსენებელი:  ბადრი მელაძე  -  ხულოს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.
საკითხი 13. ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ,,გოდერძი“-ს განაშენიანების რეგულირების გეგმაში შესატანი ცვლილების გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ.
                                                                 მომხსენებელი: გურამ დეკანაძე - გამგეობის არქიტექტურისა და სივრცითი  მოწყობის სამსახურის უფროსი.                                          
  დღის წესრიგის წარმოებას  ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი,  დაინტერესებულ  პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების  წარდგენა  შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე  ცნობის გამოქვეყნებიდან 2017  წლის 21 თებერვლის  დღის 13:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: დაბა ხულო ტბელ აბუსერიძის  ქუჩა N1 ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მესამე სართული).
   ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის  (დადგენილება, განკარგულება ) გამოცემის თარიღად  განსაზღვრულია 2017  წლის 23  თებერვალი.




ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
მაისი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 702 361 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”