ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
16 თებერვალი 2017 წელი
ხულოში უამინდობა გრძელდება
ხულოს მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს საათებიდან თოვს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა დაბლობში 1 მეტრს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს გადააჭარბა. უამინდობის გამო გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუმცა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ტრანსპორტი გადაადგილდება. მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ტექნიკა. ამ დროისათვის გაწმენდით სამუშაოებს 10 ერთეული ტექნიკა ახორციელებს. შეფერხებები შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, რის გამოც საციხურის, დიდაჭარის და სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ რამდენიმე სოფელს შუქი არ მიეწოდება. ამ დროისათვის აქტიურად მუშაობს „ენერგო-პროს“ ბრიგადები და მალე აღნიშნულ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს ყველა საჯარო სკოლაში, ხოლო 13 საბავშვო ბაღიდან, უამინდობის გამო 5 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამგეობაში მობილიზებულია მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბი.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
მაისი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 702 361 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”