ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
25 იანვარი 2017 წელი
ხულოს „ეტალონი მოსწავლე“ სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ზეზვა გორგაძე გახდა
      24 იანვარს ხულოში სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის“ გამარჯვებული გამოვლინდა. ღონისძიება იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. "ეტალონი მოსწავლის" გამოსავლენად ხულოში მოსწავლეები, პედაგოგები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა გულშემატკივრები შეიკრიბნენ. სპეციალურად ამ დღისათვის ხულოს ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი და ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.
      დაძაბული და საინტერესო თამაშის შემდეგ ხულოს „ეტალონი მოსწავლე“ სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ზეზვა გორგაძე გახდა. მეორე ადგილზე თამთა თავართქილაძე, ხოლო მესამეზე - ლიკა საგინაძე გავიდნენ.
      ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნომრებიც ანსამბლ „არგინეთის“ შესრულებით.
      ზეზვა გორგაძე ხულოს მუნიციპალიტეტს, საქართველოს ინტელექტ-შეჯიბრის ფინალზე წარადგენს, სადაც გამოვლინდება საქართველოს 2016-2017 სასწავლო წლის ეტალონი მოსწავლე.
      სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი ,,ეტალონი“ საქართველოში მე-11 წელია წარმატებით ხორციელდება და ის დღეს არა მარტო ერთი კონკრეტული გადაცემა,არამედ მრავალმიმართულებიანი პროექტია.
      პროექტის მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო, თბილისის მერია და საკრებულო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. შსს აკადემია, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. პროექტის პარტნიორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
      ეტალონის მთავარი მიზანი კვლავაც საქართველოს რეგიონებსა და ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი განათლების მიღების მოტივირებაა.
პროექტ "საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის" ფარგლებში "ეტალონი" საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრება და "ეტალონ მოსწავლეს" გამოავლენს.



ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
ივლისი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 703 642 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”