ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი

გოჩა მელაძე დაიბადა1980 წლის 5 მაისს ხულოში;

1997 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის N26 საჯარო სკოლა;

1997-2004 წლებში დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული კურსი საერთაშორისო სამართალმცოდნის სპეციალობით. მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია (მაგისტრი);

2004-2007 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე გემწამყვანის სპეციალობით. მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

2014-2015 წლებში სწავლობდა NIMD-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) სასწავლო ცენტრ „დემოკრატიის სკოლაში“ ქ. ბათუმში;

2003-2006 წლებში მუშაობდა სამართლებრივი ინფორმაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონული ცენტრის სისხლისსამართლებრივი დაცვის ბიუროში ადვოკატის თანაშემწედ;

2006-2007 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (იურისტი);

2008-2009 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს იურიდიულ განყოფილებაში მთავარ სპეციალისტა (იურისტი);

2009-2011 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის იურიდიული სამმართველოს იურისტი;


2011-2017
წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტბათუმის პორტშიჯერ უფროს ოფიცრად, შემდეგ ცვლის უფროსად, მოგვიანებით კი ეკავა საბაჟო გამშვებ პუნქტსარფისცვლის უფროსის თანამდებობა;

2017
წლის თებერვლიდან ბოლო დრომდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპსGoderdzi Resorts-ის დირექტორის მოადგილე;

ფლობს რუსულ ენას;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


«««
ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
ნოემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 706 328 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”