ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
კურორტები და საკურორტო ადგილები

კურორტი ბეშუმი

სამთო კურორტი ბეშუმი მდებარეობს არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრის სიმაღლეზე. ბეშუმში მიმავალი მოგზაური ჯერ კიდევ გზაში აივსება არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით, რადგან გზად იგი გაივლის აჭარისწყლის, მაჭახელას, კინტრიშის, სხალთისა და სხვა ულამაზეს ხეობებს, სადაც დღემდეა დაცული  კოლხეთისათვის დამახასიათებელი მცენარეულობა. ხეობების ულამაზეს პეიზაჟებს ქმნიან მთის სუფთა მდინარეები, რომლებიც მრავალ ადგილას თვალწარმტაც ჩანჩქერებად იქცევიან ხოლმე.

უშუალოდ ბეშუმი გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით. კურორტის შემოგარენი წიწვოვანი ტყე ახდენს ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს.

კურორტი ბეშუმი ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე. აქ დგას შესანიშნავი დასასვენებელი სახლი ”ბეშუმი”, მრავალი კოტეჯი და სააგარაკო სახლი, რომელშიც ყველა პირობაა შექმნილი თქვენი კომფორტული და სასარგებლო დასვენებისათვის.


«««
ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
სექტემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 705 081 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”