ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი
ხულოს მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა

ხულოს მუნიციპალიტეტის გერბი
გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა მწვანე და მეწამულ ველებად. გერბის ფარის ზედა ნაწილს კვეთს კუთხოვანი ვერცხლის სარტყელი, ხოლო ქვემოთ მოთავსებულია ოქროს გორაზე შემომდგარი ერთ კოშკიანი ოქროს ციხე-სიმაგრე, რომლის ქონგურებზე, კოშკის ორივე მხარეს აღმართულია 2 დროშა - მარჯვენა დროშა ტარით მარცხნივ, მარცხენა დროშა ტარით მარჯვნივ. მარჯვენა დროშაზე ჰოროზონტალურადაა გამოსახული მეწამული მახვილი თანმხლები ორი მეწამული ვარსკვლავით ვერცხლის ველზე. მეწამული მახვილის პირი მიმართულია მარჯვნივ; მარცხენა დროშაზე - სამი ვერცხლის სარტყელი ლურჯ ველზე. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  გერბის დევიზი "ხულო". 

ხულოს მუნიციპალიტეტის დროშა 
დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი მწვანე და მეწამულ ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, რომელიც გაკვეთილია და იყოფა ვერცხლის და ლურჯ ველებად. ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული პირით ზემოთ აღმართული მახვილი, თანმხლები ორი მეწამული ვარსკვლავით. ლურჯ ველს კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. დროშის პროპორციაა 2:3.


«««
ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
ივლისი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 703 604 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”