ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი

მუნიციპალიტეტის სიახლეები
ც ნ ო ბ ა
------------... »»»
.....................................................................................
13 ნოემბერი 2017 წელი
გოჩა მელაძე მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
ხულოს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გოჩა მელაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. გოჩა მელაძე მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩია. მან ამომრჩეველთა ხმების 59.58 % მიიღო. გოჩა მელაძე დაიბადა 1980 წლის 5 მაისს ხულოში; 1997 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის N26 საჯარო სკოლა; 1997-2004 წლებში დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული კურსი საერთაშორისო სამართალმცოდნის სპეციალობით. მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია (მაგისტრი); 2004-2007 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე გემწამყვანის სპეციალობით. მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2014-2015 წლებში სწავლობდა NIMD-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) სასწავლო ცენტრ „დემოკრატიის სკოლაში“ ქ. ბათუმში; 2003-2006 წლებში მუშაობდა სამართლებრივი ინფორმაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონული ცენტრის სისხლისსამართლებრივი დაცვის ბიუროში ადვოკატის თანაშემწედ; 2006-2007 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (იურისტი); 2008-2009 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს იურიდიულ განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად (იურისტი); 2009-2011 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის იურიდიული სამმართველოს იურისტი; 2011-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ჯერ უფროს ოფიცრად, შემდეგ ცვლის უფროსად, მოგვიანებით კი ეკავა საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ცვლის უფროსის თანამდებობა; 2017 წლის თებერვლიდან ბოლო დრომდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს Goderdzi Resorts-ის დირექტორის მოადგილე; ფლობს რუსულ ენას; ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.... »»»
.....................................................................................
10 ნოემბერი 2017 წელი
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი
-----------... »»»
.....................................................................................
10 ნოემბერი 2017 წელი
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 10 ნოემბრის N48 ბრძანება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ
---------... »»»
.....................................................................................
10 ნოემბერი 2017 წელი
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში საჯარო სკოლის მშენებლობის არიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ
ბრძანება... »»»
.....................................................................................
10 ნოემბერი 2017 წელი
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომის ოქმი
სხდომის ოქმი... »»»
.....................................................................................
10 ნოემბერი 2017 წელი
დღეს დაბა ხულოს საბავშვო ბაღში ღონისძიება "შემოდგომის ზეიმი" გაიმართა
დღეს დაბა ხულოს საბავშვო ბაგა-ბაღში ღონისძიება სახელწოდებით „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა. ბაღის აღსაზრდელებმა ლექსები, სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს. მოგვიანებით ღონისძიებამ საბავშვო ბაღის ეზოში გადაინაცვლა, სადაც აღსაზრდელებმა ხილი და ტკბილეული დააგემოვნეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს დღევანდელი დღე პატარებსა და პედაგოგებს და წარმატებები უსურვეს. მსგავსი ღონისძიებები მუნიციპალიტეტის სხვა საბავშვო ბაღებშიც მიმდინარეობს.... »»»
.....................................................................................
02 ნოემბერი 2017 წელი
სოფელ რიყეთში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
„პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში სოფელ რიყეთში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია გოფრირებული მილები და საკანალიზაციო ჭები და იწყება სეპტიკის არმირების სამუშაოები. სამუშაოებს, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 114400 ლარი გამოიყო, ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „იაკობი“ ახორციელებს. სამუშაოები ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის წევრმა ედნარ ბოლქვაძემ დაათვალიერა.... »»»
.....................................................................................
02 ნოემბერი 2017 წელი
სოფელ ბოძაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. უკვე დასრულებულია სოფელ ბოძაურის საბავშვო ბაღის 2017 წელს დაგეგმილი სამუშაოები, რაც შენობის გადახურვისა და კარ-ფანჯრების მოწყობის სამუშაოებს გულისხმობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 283555 ლარს. სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „ლაპოტი 2012“ ახორციელებს. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი არის გარდამავალი, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. 2013 წლიდან დღემდე ჯამში აშენდა 9 და რეაბილიტირდა 6 საბავშვო ბაღი. მიმდინარე წელს დაიწყო კიდევ 3 ახალი ბაღის მშენებლობა და 1-ის რეაბილიტაცია. შედეგად, მომავალ წელს ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე გვექნება 23 თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი.... »»»
.....................................................................................
02 ნოემბერი 2017 წელი
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუდია "იასამანს" ფესტივალ "მაჩაბელაში" მიღწეული წარმატება მიულოცეს
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხულოს მერობის გამარჯვებულ კანდიდატთან გოჩა მელაძესთან ერთად, ბავშვთა თეატრალური სტუდია „იასამანის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მათ, ხულოს თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა ბავშვთა თეატრალურ სტუდიას, ბავშვთა და მოზარდთა მე-9 თეატრალურ ფესტივალ „მაჩაბელაში“ გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. შეხვედრა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა და მას, როგორც პატარა მსახიობები, ისე სახელოვნებო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ფესტივალზე „იასამანმა“ რამაზ ბოლქვაძისა და ვახო გიგინეიშვილის რეჟისორობით, მანანა არონაშვილის სპექტაკლი „პანტიპო“ წარმოადგინა, რისთვისაც საუკეთესო სპექტაკლის წოდება მიიღო და გრანპრი მოიპოვა.... »»»
.....................................................................................

ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
იანვარი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 707 870 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”