ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი

მუნიციპალიტეტის სიახლეები
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგი
------------... »»»
.....................................................................................
25 დეკემბერი 2017 წელი
24 დეკემბერს სხალთა-ხიხანის ხეობაში სახალხო დღესასწაული "ტბელობა" გაიმართა
24 დეკემბერს სხალთა-ხიხანის ხეობაში, შუა საუკუნეების დიდი ფილოსოფოსის, ასტროლოგისა და საზოგადო მოღვაწის ტბელ აბუსერისძის ხსოვნის უკვდავსაყოფად მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აჭარის ა.რ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. აგრეთვე მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ხელოვნების დამსახურებული მუშაკები ასევე, პრესის, მედიისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. ღონისძიება სხალთის მონასტერიდან დაიწყო, სადაც ტბელის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს. შემდეგ უკვე ღონისძიებამ სოფელ ხიხაძირში გადაინაცვლა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ და შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ და სხვა მობრძანებულმა სტუმრებმა. 2015 წელს, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესდა „წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია“, რომელიც მოიცავს დიპლომს და ფულად ჯილდოს 500 ლარის ოდენობით. ტბელის სახელობის პრემიები და ლაურეატობის დამადასტურებელი დიპლომები ხეობაში აღზრდილ ოთხ შესანიშნავ მეცნიერს - სერგო დუმბაძეს, რამაზ ხალვაშს, დავით ბარათაშვილსა და ონისე სურმანიძეს გადაეცათ. დაჯილდოვდნენ აგრეთვე სხალთა-ხიხანის ხეობის 7 საჯარო სკოლის 40 წარჩინებული მოსწავლე, მათ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების კრებული გადაეცათ. ღონისძიების კულტურულ ნაწილში მონაწილეობდნენ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბერმუხა“, „არგინეთი“, „გოდერძი“, აგრეთვე ხიხაძირის ვაჟთა ქორეოგრაფიული ანსამბლი, ვოკალური ანსამბლი „ვერნები“ და სხვადასხვა საოჯახო ანსამბლები. სახალხო ზეიმის დაწყებამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხიხაძირის კულტურის სახლის რეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გახსნეს. მისი რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88000 ლარი გაიხარჯა. ტბელ აბუსერისძე მე-13 საუკუნეში მოღვაწეობდა ის იყო მწერალი, ჰიმნოგრაფი, ასტრონომი, ღრმა მეცნიერული აზროვნებით გამორჩეული მწიგნობარი, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია ქართულ კულტურას. ისტორიული წყაროების მიხედვით ტბელმა ააშენა წმინდა გიორგის ეკლესია ხიხანში, შემდეგ კი ამ ტაძრის ღვთისმსახურიც ყოფილა ის და თავისი თხზულებებიც სწორედ მაშინ შეუქმნია. მასვე შეუდგენია ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი, რომელიც 1223 წლით თარიღდება. ივ. ჯავახიშვილისა და კ. კეკელიძის დახასიათებით, მან დიდი წვლილი შეიტანა შუა საუკენეების ქართული კულტურის, მეცნიერებისა და სასულიერო მწერლობის განვითარებაში, იმდროინდელი საქართველოს ყოფა-ცხოვრების შესწავლაში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ტბელ აბუსერისძე წმინდანად იქნა შერაცხული, მას შემდეგ 30 აგვისტოს წმინდა ტბელის ხსენების დღეს აღნიშნავენ. პირველი სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ 1997 წლის 13 სექტემბერს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.... »»»
.....................................................................................
ცნობა
----... »»»
.....................................................................................
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგი
-----------... »»»
.....................................................................................
18 დეკემბერი 2017 წელი
დაბა ხულოში აღმაშენებლის ქუჩა №3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს ,,უნიმედი აჭარა“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 23.11.31.024) საზოგადოებრივი დანიშნულების დროებითი შენობის (სწრაფი კვების ობიექტი) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
ბრძანება... »»»
.....................................................................................
13 დეკემბერი 2017 წელი
ხულოში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინა
დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. წირვა-ლოცვა ხულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში სხალთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა აღავლინა. წირვას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მერის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძე ეწრებოდნენ. როგორც ცნობილია, ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ჩამოვიდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანა და დიდი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში. გადმოცემის თანახმად, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა. რის შემდეგაც მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი და ბოლო მოგზაურობაში წავიდა. გადმოცემით ცნობილია რომ ის ისევ ეწვია საქართველოს და ქრისტიანობა იქადაგა. შემდეგ კი ისევ სხვა ქვეყნებში განაგრძო მოგზაურობა. ბოლო ქალაქი, სადაც ანდრია პირველწოდებული მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა, იყო საბერძნეთის ქალაქი პატრა. წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ იგი. წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ ანდრია, მაგრამ მან მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. თუმცაღა მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და აღესრულა. ეს მოხდა 62 წელს. დაკრძალეს იქვე, პატრაში. 357 წელს კონსტანტინე დიდის ვაჟმა- კონსტანციუსმა, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში. 2002 წლის 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნცმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ — 12 მაისსა (საქართველოში ჩამობრძანების დღე) და 13 დეკემბერს (მისი აღსასრულის დღე) აღნიშნავს.... »»»
.....................................................................................
საკრებულოს კომისიების მიერ ბიუჯეტის განხილვის გრაფიკი
-------... »»»
.....................................................................................
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგი
-----------... »»»
.....................................................................................
11 დეკემბერი 2017 წელი
კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონი გაიხსნა
10 დეკემბერს კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებასთან დაკავშირებით კურორტზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სხვა ოფიციალური პირები და სტუმრები იმყოფებოდნენ. გოდერძზე სეზონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გახსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას კურორტ “გოდერძის“ სეზონის გახსნა მიულოცა და კურორტზე 4 ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყება დააანონსა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის რეგიონი არის 12 თვის დასასვენებელი ადგილი, გოდერძი კი ძალიან მალე იქნება საერთაშორისო დონის კურორტი. ასევე, ზურაბ პატარაძემ დააანონსა ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა. ,,გოდერძის უღელტეხილზე გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს ხელი მოეწერა კიდევ 4 ახალი სასტუმროს მშენებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის. რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე დამუშავების სტადიაშია და ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ ახალ ინვესტორებს. ჯამში, 10-ზე მეტი სასტუმრო კომპლექსი ამ ეტაპზე შენდება გოდერძზე. ფაქტობრივად, დასრულებულია შიდა პერიმეტრის მოწყობა. დასრულებულია შიდა გზების, გარე განათების მოწყობაც. ასევე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღის და მწვანე ტბის მოწყობა ჩვენი უპირველესი პრეროგატივა და დაინტერესებაა და ამ მიმართულებით 2018 წელს გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები“-აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლებთან საინვესტიციო პროექტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. გახსნის ცერემონიას კურორტ გოდერძზე ასევე ესწრებოდნენ აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები. კურორტის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით გონდოლის ქვედა სადგურთან მოეწყო სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობა მიმდინარეობდა. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ და ვოკალური ანსამბლი „ხულო“. კურორტზე ორი დიდი საბაგიროა, გონდოლას და ბაბლის ტიპის, 2017/18 წლის სეზონზე კი კურორტს ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი საჩოჩიალო შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე კი - ზღვის დონიდან 2366 მეტრი. კურორტის განვითარების ფარგლებში 1761 მეტრიანი შიდა გზა და სანიაღვრე არხები მოეწყო, ასევე განთავსდა განათების ბოძები. ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს. კურორტ გოდერძის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. სამთო-სათხილამურო კურორტზე ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი პროექტებით კურორტს 500 ახალი სამუშაო და 435 განთავსების ადგილი დაემატება.... »»»
.....................................................................................
08 დეკემბერი 2017 წელი
ხულოში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა
დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მერის გოჩა მელაძის ხელმძღვანელობით მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრას შტაბის ძირითად წევრებთან ერთად მოწვეული წევრებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა განიხილეს და შტაბის წევრებს მიეცათ შესაბამისი დავალებები არსებული შეფერხებების აღმოსაფხვრელად. ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 2 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 1,5 მ-ს, ხოლო დაბლობში 1 მ-ს მიაღწია. უამინდობის გამო შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუმცა მობილიზებულია როგორც მერიის, ისე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, შემდეგ კი შიდა სასოფლო გზების გაწმენდა დაიწყება. შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს და უახლოეს პერიოდში არსებული შეფერხებებიც აღმოიფხვრება. უამინდობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო საჯარო სკოლების უმეტესობასა და საბავშვო ბაღებში.... »»»
.....................................................................................

ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
იანვარი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 707 870 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”