ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი

მუნიციპალიტეტის სიახლეები
(05.12.2017)
05 დეკემბერი 2017 წელი
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტუნაძეებში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს
ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, სოფელ ტუნაძეებში ხანძრის ადგილი დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს და საკვები პროდუქტები გადასცეს. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტმა უკვე გაიყვანა ეს ოჯახები დროებით საცხოვრებელ ფართებში. ოჯახებს დახმარება გაეწევათ შეშით უზრუნველყოფის კუთხითაც. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ დაზარალებულები დახმარების სახით 10000-10000 ლარს მიიღებენ. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა კიდევ ერთი შენობა, რომელიც სოფლის საჯარო სკოლის დროებით ფართს წარმოადგენდა. ამ ეტაპზე უკვე მოძიებულია ალტერნატიული ფართი და სასწავლო პროცესი სოფელში უახლოეს დღეებში განახლდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის სოფელში აჭარის მთავრობის დაფინანსებით ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლის მშენებლობა ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს 4 სართულიანი შენობა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი, სველი წერტილები, მათ შორის შშმ პირთათვის და პედაგოგებისთვის და ადმინისტრაციული დანიშნულების კაბინეტები. შენობაში განთავსდება სპორტული დარბაზი. პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულ მოპირკეთებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სრულად კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და დაიგება ბეტონის მონოლითური საფარი. მოეწყობა ლითონის კვადრატული ღობე. ასევე მოეწყობა პანდუსი შშმ პირთათვის. სამუშაოებს, რომლისთვისაც 658000 ლარია გამოყოფილი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მეფური“ ახორციელებს. ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასტან 2017 წლის 12 ივლისს გაფორმდა. სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები 2018 წელს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.... »»»
.....................................................................................

ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
დეკემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 706 864 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”