ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი

მუნიციპალიტეტის სიახლეები
(15.11.2017)
15 ნოემბერი 2017 წელი
ბათუმში რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, აჭარაში მცხოვრებ წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ. საჩუქრები სულ 253 მოსწავლემ მიიღო, რომელთა შორის 74 - ხულოს მუნიციპალიტეტიდან იყო. ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე ესწრებოდა. რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრები აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა ზურაბ პატარაძემ და დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა ,ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, ქალაქ ბათუმისა და რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის მერებმა გადასცეს. წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 2009 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას. პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.... »»»
.....................................................................................

ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
ნოემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 706 332 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”