ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი

მუნიციპალიტეტის სიახლეები
(02.11.2017)
02 ნოემბერი 2017 წელი
სოფელ რიყეთში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
„პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში სოფელ რიყეთში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია გოფრირებული მილები და საკანალიზაციო ჭები და იწყება სეპტიკის არმირების სამუშაოები. სამუშაოებს, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 114400 ლარი გამოიყო, ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „იაკობი“ ახორციელებს. სამუშაოები ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის წევრმა ედნარ ბოლქვაძემ დაათვალიერა.... »»»
.....................................................................................
02 ნოემბერი 2017 წელი
სოფელ ბოძაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. უკვე დასრულებულია სოფელ ბოძაურის საბავშვო ბაღის 2017 წელს დაგეგმილი სამუშაოები, რაც შენობის გადახურვისა და კარ-ფანჯრების მოწყობის სამუშაოებს გულისხმობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 283555 ლარს. სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „ლაპოტი 2012“ ახორციელებს. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი არის გარდამავალი, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. 2013 წლიდან დღემდე ჯამში აშენდა 9 და რეაბილიტირდა 6 საბავშვო ბაღი. მიმდინარე წელს დაიწყო კიდევ 3 ახალი ბაღის მშენებლობა და 1-ის რეაბილიტაცია. შედეგად, მომავალ წელს ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე გვექნება 23 თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი.... »»»
.....................................................................................
02 ნოემბერი 2017 წელი
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუდია "იასამანს" ფესტივალ "მაჩაბელაში" მიღწეული წარმატება მიულოცეს
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხულოს მერობის გამარჯვებულ კანდიდატთან გოჩა მელაძესთან ერთად, ბავშვთა თეატრალური სტუდია „იასამანის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მათ, ხულოს თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა ბავშვთა თეატრალურ სტუდიას, ბავშვთა და მოზარდთა მე-9 თეატრალურ ფესტივალ „მაჩაბელაში“ გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. შეხვედრა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა და მას, როგორც პატარა მსახიობები, ისე სახელოვნებო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ფესტივალზე „იასამანმა“ რამაზ ბოლქვაძისა და ვახო გიგინეიშვილის რეჟისორობით, მანანა არონაშვილის სპექტაკლი „პანტიპო“ წარმოადგინა, რისთვისაც საუკეთესო სპექტაკლის წოდება მიიღო და გრანპრი მოიპოვა.... »»»
.....................................................................................

ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
ნოემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 706 332 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”