geo
2019-04-25 06:46:46am
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • ტურიზმი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • - A +
    ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

    ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1983 წელს და დღემდე ფუნქციონირებს. მუზეუმში ძირითადად დაცულია აჭარის ყოფისა და ეთნოგრაფიის ამსახველი მასალები, ΧΙΧ-ΧΧ სს-ების შრომის იარაღები, სპილენძისა და თიხის ჭურჭელი, გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმი, ისტორიის ამსახველი მასალები, ნაქარგები, ნუმიზმატიკა, ადგილობრივ ხელოვნების მუშაკთა ფოტომასალები და ა.შ.

    მუზეუმში განთავსებულია შემდეგი განყოფილებები: ეთნოგრაფია, სკულპტურა, არქეოლოგია, ნუმიზმატიკა, ისტორიის ამსახველი ფოტომასალები და გრაფიკა.

    მუზეუმში დაცული ექსპონატები ასახავენ ხულოს მუნიციპალიტეტის ისტორიას. აქ პერიოდულად იფინება ფონდში დაცული ექსპონატები, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, წინასწარი შეთანხმებით, ტარდება სამუზეუმო გაკვეთილები და საუბრები მუზეუმების შესახებ. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის, შესწავლისა და მოვლა-პატრონობის სფეროში.

    მუზეუმის დათვალიერება არის უფასო.

    მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა)- წინასწარი შეთანხმებით მუშაობს შაბათ-კვირასაც.

    მისამართი: დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის N9.

    კონტაქტი: +995 551 09 82 40; +995 551 09 82 39.

    ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მუნიციპალიტეტი