geo
2019-05-22 05:35:19pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • ტურიზმი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • კურორტი გოდერძი

    სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი 2015 წელს გაიხსნა და მას წელიწადში 20 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

    გოდერძი საქართველოს სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებისგან უხვთოვლიანობით გამოირჩევა. პირველი თოვლი აქ ნოემბერში მოდის და სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.

    გოდერძი იდეალური ადგილია ზამთრის ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის. ულამაზესი ხედები, სუფთა ჰაერი, საინტერესო სათხილამურო ტრასები ბევრ მოთხილამურეს იზიდავს. გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებში ნამდვილ აღტაცებას იწვევს კურორტის დათოვლილი ფერდობები.

    კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. ტრასის საერთო სიგრძე 8 კმ-ია. მუშაობს ორი სახის საბაგირო გზა – რვა ადგილიანი გონდოლა და ექვს ადგილიანი ბაბლი. გოდერძიზე შესაძლებელია თხილამურის, ციგის, სნოუბორდის დაქირავება, ასევე – ინსტრუქტორის მომსახურებით სარგებლობა.

    სულ მალე კურორტი ერთდროულად 7000 მოთხილამურის მიღებას შეძლებს. მათ განკარგულებაშია კომფორტული კოტეჯები და სასტუმროები, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, საბაგირო გზები.

    კურორტზე სეზონი მაშინაც კი გრძელდება, როდესაც თოვლი დნება და მოთხილამურეები ტოვებენ მთის ფერდობებს. ზაფხულში აქ ჰაიკინგი, ცხენითა და ველოსიპედებით სეირნობა, წინასწარი დაკვეთის შემთხვევაში კი პარაპლანით ფრენაც შეიძლება.

    ფაქტები:

    • მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტეტი
    • მანძილი ბათუმიდან: 105 კმ
    • მანძილი ხულოდან: 25 კმ
    • ზღვის დონიდან: 1700 მ
    • მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 2350 მ
    • სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე: 8 კმ
    • მარშრუტის ტიპი: საავტომობილო, 4X4
    • სეზონი: დეკემბერი-აპრილი
    • ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: სრულად