geo
2018-12-15 08:49:57pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • ანზორ ბოლქვაძე

    ანზორ ბოლქვაძე დაიბადა ხულოს მუნიციალიტეტის სოფელ უჩხოში 1960 წლის 9 სექტემბერს;

    1977 წელს დაამთავრა დაბა ხულოს საშუალო სკოლა;

    1982 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი, კვალიფიკაცია ტექნიკ-მშენებელი, სპეციალობა - სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა.

    1986 წელს დაამთავრა ნოვოჩერკასის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, კვალიფიკაცია ინჟინერ-მშენებელი, სპეციალობა - სამოქალაქო მშენებლობა.

    1978-1980 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში;

    1982-1985 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის მოძრავ-მექანიზებული კოლონის მუშად, ოსტატად, ინჟინრად;

    1985-1994 წლებში მუშაობდა აჭარის სამონტაჟო-სარემონტო სამმართველოში, ჯგუფის უფროსად;

    1994-2001 წლებში მუშაობდა ხულოს რაიონის კომუნალური მეურნეობის დირექტორად;

    2001-2006 წლებში მუშაობდა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად;

    2006-2008 წლებში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას;

    2006 წლის 5 ოქტომბერს გახდა ღირსების ორდენის კავალერი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურსა და ზემო აფხაზეთში საცხოვრებელი კოტეჯების, სკოლების, პატრიოტული ბანაკებისა და ხიდების მშენებლობისათვის.

    2008-2016 წლებში - ხულოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში;

    2016 წლიდან არის ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში;

    ჰყავს დედა, მეუღლე, სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი.