geo
2018-11-15 05:12:46pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 15 ოქტომბერი, 2018
    - A +
    სოფელ უჩხოში ახალი სასოფლო ბიბლიოთეკა გაიხსნა

    ხულოს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი სასოფლო ბიბლიოთეკა შეემატა. ამჯერად ბიბლიოთეკა სოფელ უჩხოში გაიხსნა.

    გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საბიბლიოთეკო ასოციაციის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და ბათუმის აკაკი წერეთლის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

    სტუმრებმა ბიბლიოთეკას წიგნები და კომპიუტერი გადასცეს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას მუდმივად ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა.

    ღონისძიების ფარგლებში სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.

    ახალი სასოფლო ბიბლიოთეკა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიხსნა.~

    აღნიშნული პროექტი კვლავაც გაგრძელდება, შედეგად კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბიბლიოთეკების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

    სოფელ უჩხოში ახალი სასოფლო ბიბლიოთეკა გაიხსნა ხულოს მუნიციპალიტეტი
    ნოემბერი 2018
    ორსაოთხუპაშაკვ
       
    1
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
    10
    11
    12
    13
    14
    15
    16
    17
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
      
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი