geo
2019-05-27 02:20:26am
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • ტურიზმი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 14 მაისი, 2019
    - A +
    სოფელ წაბლანაში სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს

    დღეს ხულოში აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მ/შ რაულ ბერიძე იმყოფებოდნენ.

    სტუმრებმა მერის მოვალეობის შემსრულებელ ნადიმ ვასაძესთან ერთად სოფელ წაბლანის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს.

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, საქლორატოროს, სანიტარული ღობისა და 6,6 კმ სიგრძის მაგისტრალის მშენებლობა.

    სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „ალსოფ“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200000 ლარია გამოყოფილი.

    ამ ეტაპზე სათავე ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს და სამუშაოებზე 13 ადგილობრივია დასაქმებული. სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ მაისს დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

    მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტი მშენებლობა მაგისტრალის წაბლანაში სასმელი წყლის სოფელ
    მაისი 2019
    ორსაოთხუპაშაკვ
      
    1
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    10
    11
    12
    13
    15
    16
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
      
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი