geo
2019-03-18 08:55:13pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • ტურიზმი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 6 სექტემბერი, 2018
    - A +
    სხალთაში აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა

    5 სექტემბერს სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახლმუზეუმში აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა.

    ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და რესურსცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. კონფერენციის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძე.

    ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თემატიკასთან დაკავშირეული მოხსენებები და ლექსები, აგრეთვე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი სელიმ ხიმშიაშვილის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. მოხსენებები წაიკითხეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სერგო დუმბაძემ, ხულოს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგებმა ეთერ დეკანაძემ და ზურაბ შავაძემ და სხალთის საჯარო სკოლის დირექტორმა თემურ შაინიძემ.

    ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურისა და ხულოს კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

    კონფერენცია ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტი დაკავშირებით წლისთავთან აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140
    მარტი 2019
    ორსაოთხუპაშაკვ
        
    1
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
    10
    11
    12
    13
    14
    15
    16
    17
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი