geo
2019-04-25 01:08:26pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • ტურიზმი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 10 დეკემბერი, 2018
    - A +
    სხალთა-ხიხანის ხეობაში სახალხო დღესასწაული ტბელობა გაიმართა

    9 დეკემბერს სხალთა-ხიხანის ხეობაში, შუა საუკუნეების დიდი ფილოსოფოსის, ასტროლოგისა და საზოგადო მოღვაწის ტბელ აბუსერისძის ხსოვნის უკვდავსაყოფად მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ გაიმართა.

    მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აჭარის ა.რ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და წარმომადგენლები. აგრეთვე მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ხელოვნების დამსახურებული მუშაკები ასევე, პრესის, მედიისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

    ზეიმი სხალთიდან დაიწყო, სადაც სტუმრებმა XIX საუკუნეში მოღვაწე შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. მოზეიმეებმა შემდეგ უკვე სხალთის მონასტერში გადაინაცვლეს, სადაც ტბელის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრნენ.

    შემდეგ უკვე ღონისძიებამ სოფელ ხიხაძირში გადაინაცვლა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ და შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ, სხალთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა, პოეტებმა ნანო შაინიძემ და გულიკო გაბაიძემ.

    2015 წელს, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესდა „წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია“, რომელიც მოიცავს დიპლომს და ფულად ჯილდოს 500 ლარის ოდენობით. ტბელის სახელობის პრემიები და ლაურეატობის დამადასტურებელი დიპლომები განათლების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის - პედაგოგებს რევაზ სურმანიძეს, შოთა დუმბაძეს, ნოდარ აბაშიძეს და დეკანოზ მირიან სამხარაძეს გადაეცათ. დაჯილდოვდნენ აგრეთვე სხალთა-ხიხანის ხეობის 7 საჯარო სკოლის 40 წარჩინებული მოსწავლე, მათ ონორე დე ბალზაკის მოთხრობების კრებული გადაეცათ.

    ღონისძიების კულტურულ ნაწილში მონაწილეობდნენ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბერმუხა“, „არგინეთი“, „გოდერძი“, ვაშლოვანის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლი „ხომლი“, აგრეთვე ხიხაძირის ვაჟთა ქორეოგრაფიული ანსამბლი, ვოკალური ანსამბლი „ვერნები“ და სხვადასხვა საოჯახო ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

    ტბელ აბუსერისძე მე-13 საუკუნეში მოღვაწეობდა ის იყო მწერალი, ჰიმნოგრაფი, ასტრონომი, ღრმა მეცნიერული აზროვნებით გამორჩეული მწიგნობარი, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია ქართულ კულტურას. ისტორიული წყაროების მიხედვით ტბელმა ააშენა წმინდა გიორგის ეკლესია ხიხანში, შემდეგ კი ამ ტაძრის ღვთისმსახურიც ყოფილა ის და თავისი თხზულებებიც სწორედ მაშინ შეუქმნია. მასვე შეუდგენია ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი, რომელიც 1223 წლით თარიღდება.

    ივ. ჯავახიშვილისა და კ. კეკელიძის დახასიათებით, მან დიდი წვლილი შეიტანა შუა საუკენეების ქართული კულტურის, მეცნიერებისა და სასულიერო მწერლობის განვითარებაში, იმდროინდელი საქართველოს ყოფა-ცხოვრების შესწავლაში. 

    2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ტბელ აბუსერისძე წმინდანად იქნა შერაცხული, მას შემდეგ 30 აგვისტოს წმინდა ტბელის ხსენების დღეს აღნიშნავენ.

    პირველი სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ 1979 წლის 13 სექტემბერს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

    სხალთა ხიხანის ხეობაში სახალხო დღესასწაული ტბელობა გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტი
    აპრილი 2019
    ორსაოთხუპაშაკვ
    1
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
    10
    11
    12
    13
    14
    15
    16
    17
    19
    20
    21
    22
    23
    25
    26
    27
    28
    29
    30
         
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი