geo
2019-01-23 02:30:01pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • ტურიზმი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მოსახლეობას ხვდებიან
  • 29 დეკემბერი, 2018
    - A +
    კურორტ გოდერძზე ზამთრის ტურისტული სეზონი გაიხსნა

    კურორტ გოდერძზე ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებასთან დაკავშირებით კურორტზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სხვა ოფიციალური პირები და სტუმრები იმყოფებოდნენ.

    ღონისძიება კურორტ გოდერძის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლით გაიხსნა. სიტყვით გამოვიდნენ და კურორტის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ.

    გახსნის ცერემონიას კურორტ გოდერძზე ასევე ესწრებოდნენ აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების, ტურისტული სააგენტოების და მედიის წარმომადგენლები, გიდები და ტურისტები.

    კურორტის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით გონდოლის ქვედა სადგურთან მოეწყო სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობა მიმდინარეობდა. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბერმუხა“ და „არგინეთი“. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ სპეციალურად მოწვეული ბენდი „Fourth Season”, ირაკლი ფაღავა და ბენდი „GROOVE PHOENICS".

    კურორტზე სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, მაქსიმალური სიმაღლე კი - ზღვის დონიდან 2366 მეტრი.  არსებულ ორ დიდ, გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგიროებს, ახალი სეზონიდან კიდევ ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი მოძრავი ხალიჩა შეემატა. ამასთან, მოეწყო საბავშვო არეალი და გაიხსნა სწრაფის კვების ობიექტები.  დასრულდა ახალი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 40 ადამიანი განთავსებაა შესაძლებელი. კურორტზე ხორციელდება 130 მლნ ლარამდე თანხის ინვესტიცია და მიმდინარეობს 19 პროექტი.

    კურორტ გოდერძზე ზამთრის ტურისტული სეზონი გაიხსნა ხულოს მუნიციპალიტეტი
    იანვარი 2019
    ორსაოთხუპაშაკვ
     
    2
    3
    4
    5
    7
    8
    9
    10
    11
    12
    13
    14
    17
    18
    19
    20
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
       
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი