ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ძირითად მიზანს პროექტის ციკლის მართვის მიდგომაში არსებული სტრატეგიული დაგეგმარების საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას მათ ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამოყალიბებაში, განვითარებაში, შესყიდვაში, მართვასა და მონიტორინგში. პროექტის საბოლოო მიზანი მუნიციპალიტეტების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა.