geo
2019-03-18 08:52:10pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • ტურიზმი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 30 დეკემბერი, 2018
    - A +
    ხულოში მთავარი საახალწლო კონცერტი გაიმართა

    დღეს ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში მთავარი  საახალწლო კონცერტი გაიმართა.

    წლევანდელი ღონისძიება თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მასში მონაწილეობდნენ ფიფქია, თოვლის ბაბუა, პატარა სანტა კლაუსები და სხვადასხვა ანიმაციური ფილმების პერსონაჟები, რაც განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ღონისძიებას.

    წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნომრებიც. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები „არგინეთი“ და „არგინეთი 2“, უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“, ვოკალური ანსამბლები „ხულო“ და „გოდერძი“, სოფელ დიდაჭარის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერმისი“, სოფელ საციხურის კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ანსამბლი, მომღერლები ლევან შავაძე და რამაზ ფასანიძე.

    ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბერიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ.

    ღონისძიება მრავალჟამიერის ფონზე დასრულდა.

    ხულოში მთავარი საახალწლო კონცერტი გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტი
    მარტი 2019
    ორსაოთხუპაშაკვ
        
    1
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
    10
    11
    12
    13
    14
    15
    16
    17
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი