geo
2018-11-15 05:10:04pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 24 ოქტომბერი, 2018
    - A +
    ხულოში გოდერძი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

    დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა. რეგიონის პირველი პირი მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ბერიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, კომპლექსურ სასპორტო სკოლაში მიმდინარე ღია რესპუბლიკურ ტურნირს დაესწრო.

    ტურნირის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასულები თასებით, მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს.

    ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 2004-2006 წლებში დაბადებულთა შორის ჩატარდა და ცნობილი მოჭიდავის, ყოფილი საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გოდერძი ბოლქვაძის ხსოვნას მიეძღვნა.

    შეჯიბრება 14 წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურის, ბათუმის, სენაკისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

    ტურნირი აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსებით, აჭარის ა.რ. ჭიდაობის ფედერაციისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

    ხულოში გოდერძი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში
    ნოემბერი 2018
    ორსაოთხუპაშაკვ
       
    1
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
    10
    11
    12
    13
    14
    15
    16
    17
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
      
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი