geo
2019-02-22 07:37:01pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • ტურიზმი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 22 იანვარი, 2019
    - A +
    ხულოში ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა

    დღეს ხულოში სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ გამარჯვებული გამოვლინდა.

    ღონისძიება იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში გაიმართა. "ეტალონი მოსწავლის" გამოსავლენად ხულოში მოსწავლეები, პედაგოგები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა გულშემატკივრები შეიკრიბნენ.

    დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და პროექტის მონაწილე მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ.

    დაძაბული და საინტერესო თამაშის შემდეგ ხულოს „ეტალონი მოსწავლე“ სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე საბა აბაშიძე გახდა. მეორე ადგილზე თაგოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მეგი ცეცხლაძე, ხოლო მესამეზე - ხიხაძირის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლევან გორგაძე გავიდნენ.

    ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნომრები და ლექსები ახალგაზრდების შესრულებით.

    საბა აბაშიძე ხულოს მუნიციპალიტეტს, საქართველოს ინტელექტ-შეჯიბრის ფინალზე წარადგენს, სადაც გამოვლინდება საქართველოს 2018-2019 სასწავლო წლის ეტალონი მოსწავლე.

    სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი ,,ეტალონი“ საქართველოში მე-13 წელია წარმატებით ხორციელდება და ის დღეს არა მარტო ერთი კონკრეტული გადაცემა,არამედ მრავალმიმართულებიანი პროექტია.

    პროექტ "საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის" ფარგლებში "ეტალონი" საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრება და "ეტალონ მოსწავლეს" გამოავლენს.

    ხულოში ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა ხულოს მუნიციპალიტეტი
    თებერვალი 2019
    ორსაოთხუპაშაკვ
        
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
    10
    11
    14
    15
    16
    17
    18
    19
    20
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
       
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი