geo
2019-02-22 07:27:01pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • ტურიზმი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 16 იანვარი, 2019
    - A +
    ხულოში ძლიერმა ქარმა ნაგებობების სახურავები დააზიანა

    დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლისა და შიდა აუდიტის სამსახურების უფროსები სოფელ კვატიაში, ოხორას უბანში იმყოფებოდნენ.

    მერიის წარმომადგენლებმა მამია ხოზრევანიძის საცხოვრებელი სახლი დაათვალიერეს, რომელსაც გუშინ გვიან ღამით ამოვარდნილმა ქარმა სახურავის ნაწილი გადახადა.

    ძლიერი ქარის ზემოქმედების შედეგად რამდენიმე მოქალაქის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების სახურავები სხვა სოფლებშიც დაზიანდა.

    დილიდანვე დაზარალებული ოჯახები მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მოინახულეს და  მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

    აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა და უახლოეს დღეებში ყველა ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

    ხულოში ძლიერმა ქარმა ნაგებობების სახურავები დააზიანა ხულოს მუნიციპალიტეტი
    თებერვალი 2019
    ორსაოთხუპაშაკვ
        
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
    10
    11
    14
    15
    16
    17
    18
    19
    20
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
       
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი