ხულო მუნიციპალიტეტში აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის წარმომადგენლებმა პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართეს.
შეხვედრაზე მედიკოსებს დაევალათ, წითელას კომპონენტზე ასაცრელი კონტიგენტის დაზუსტება და ვაქცინაციის დაგეგმვა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს:
C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროცესში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართვა;
გრიპის ეპიდსიტუაცია აჭარის რეგიონში.
სამედიცინო პერსონალს დაურიგდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამების შესახებ დამზადებული საინფორმაციო მასალები.