geo
2019-05-27 02:15:19am
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • ტურიზმი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 24 აპრილი, 2019
    - A +
    ხულოში არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-ის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

    ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-ის პროგრამის „ACPI - პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრას მერის მოვალეობის შემსრულებელი ნადიმ ვასაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები, აგრეთვე პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

    შეხვედრის მიზანს პროექტში ჩართული მხარეების მიერ კამპანიური ხასიათის პროექტის დაგეგმვა წარმოადგენდა.

    აღსანიშნავია, რომ უკვე მეოთხე წელია რაც ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-ის ფილიალი საქართველოში ახორციელებს პროგრამას „ACPI - პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში“. პროგრამის მიზანია არასრულწლოვნებს შორის დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მიდგომის ინიცირება, რაც პოლიციისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს ახალგაზრდების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

    შეხვედრა გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტი სამუშაო ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია international პროგრამის
    მაისი 2019
    ორსაოთხუპაშაკვ
      
    1
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    10
    11
    12
    13
    15
    16
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
      
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი