geo
2018-12-15 09:01:07pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 18 სექტემბერი, 2018
    - A +
    ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ დაბის რეაბილიტირებული საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

    17 სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ახალი 2018-2019 სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა და სწავლა დაიწყო ხულოს მუნიციპალიტეტის 49 საჯარო და 1 კერძო სკოლაში. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე, პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძე დაბის საჯარო სკოლას ეწვივნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგ-მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

    „ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
    განსაკუთრებულად მინდა მივულოცო მათ, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლის კარი.
    დღეიდან თქვენ განახლებული ენერგიით შეუდგებით ყოველდღიურ შრომას ცოდნის დაუფლების, ახალ გამოცდილებათა შეძენისათვის. ეს შრომა როგორც თქვენი პირადი წინსვლის, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია. 
    წარმატებულ, ახალი ცოდნითა და გამოცდილებებით აღსავსე სასწავლო წელს გისურვებთ! - მიმართა დამსწრე საზოგადოებას გოჩა მელაძემ.

    ღონისძიებაზე პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს. მათ საჩუქრად ნოუთბუქები, ხოლო გასული წლის წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც მუნიციპალიტეტის სახელით წარმატებით იასპარეზეს სპორტულ თამაშებში.

    აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს დაბა ხულოს საჯარო სკოლა რეაბილიტირებული შეხვდა. შენობის სრული რეაბილიტაცია აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში მიმდინარეობს და უკვე დასრულების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 886 625 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ლადა" ახორციელებს. სკოლას სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ახალი სასკოლო ინვენტარიც გადაეცა.

    ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ დაბის რეაბილიტირებული საჯარო სკოლის მოსწავლეებსა
    დეკემბერი 2018
    ორსაოთხუპაშაკვ
         
    1
    2
    3
    7
    8
    9
    15
    16
    17
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
          
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი