geo
2019-01-23 02:28:08pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • ტურიზმი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მოსახლეობას ხვდებიან
  • 31 დეკემბერი, 2018
    - A +
    ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

    ჩემო ძვირფასო მეგობრებო!

    გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას. 2019 წელი, სიკეთის, ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების, ახალი მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვისა და რეალიზების წელი ყოფილიყოს. მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული!

    ვისურვებდი, რომ ეს წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და სრულიად საქართველოსთვის წინსვლისა და გაძლიერების წელი ყოფილიყოს! მე მჯერა, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომითა და თანადგომით შევძლებთ უკეთეს პირობებში ცხოვრებასა და საქმიანობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, გუნდთან ერთად მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ხულოს მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარებისა და კეთილდღეობის საქმეში.

    კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ, 2019 წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას!

    ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე

    ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე მოსახლეობას ახალ ულოცავს
    იანვარი 2019
    ორსაოთხუპაშაკვ
     
    2
    3
    4
    5
    7
    8
    9
    10
    11
    12
    13
    14
    17
    18
    19
    20
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
       
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი