geo
2018-10-18 06:45:18pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 27 ივლისი, 2018
    - A +
    ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე კურორტ ბეშუმში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

    ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე კურორტ ბეშუმში იმყოფებოდა. მერი კურორტზე ადგილობრივებსა და დამსვენებლებს შეხვდა და არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა.

    მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მოინახულა. გოჩა მელაძემ კურორტ ბეშუმის შიდა გზების მიმდებარედ საფეხმავლო ბილიკების (ტროტუარების) მოწყობის სამუშაოებს გაეცნო და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

    აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „ემემტე“ ახორციელებს და ამ ეტაპზე ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება - 141245 ლარს შეადგენს.

    მერმა უკვე დასრულებული მინი სპორტული მოედანიც მოინახულა. აღნიშნულ მოედანს რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა.

    პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა ფეხბურთის კარები. აგრეთვე, მოხდა არსებული დგარებისა და სექციური ღობის გამაგრება და ლითონის კონსტრუქციებისა და მავთულბადის შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით.

    სამშენებლო სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შპს „როდამ“ განახორციელა, რისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 46420 ლარი დაიხარჯა.

    უნდა აღინიშნოს, რომ კურორტ ბეშუმში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების მინი სპორტული მოედნის მშენებლობა გაფენილი წყალი-ვერხვნალის უბანშიც მიმდინარეობს.

    ხულოს არსებულ მდგომარეობას გაეცნო მუნიციპალიტეტი ბეშუმში კურორტ მუნიციპალიტეტის მერი გოჩა
    ოქტომბერი 2018
    ორსაოთხუპაშაკვ
    2
    3
    4
    5
    6
    7
    9
    10
    12
    13
    14
    16
    17
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
        
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი