geo
2018-12-14 05:16:21pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 4 დეკემბერი, 2018
    - A +
    ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაბა ხულოში ვეტერანთა კლუბის მშენებლობა დაათვალიერეს

    დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ დაბა ხულოში ვეტერანთა კლუბის მშენებლობა დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები კლუბის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

    კლუბის მშენებლობა 9 აპრილის ხეივანში მიმდინარეობს და გარდამავალ პროექტს წარმოადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 57352 ლარი გამოიყო, ტენდერით გამოვლენილი კომპანია შპს „როდა“ ახორციელებს.

    პროექტი საბოლოოდ 2019 წელს დასრულდება, ვეტერანებს და ხანდაზმულებს კი სპეციალურად მათთვის განკუთვნილ შენობაში შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერ დროს შეიკრიბონ, გამართონ დისკუსია, შეჯიბრი სპორტის სამაგიდო სახეობებში, აღნიშნონ სხვადასხვა თარიღები და გაატარონ დრო მათი სურვილის შესაბამისად.

    ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაბა ხულოში ვეტერანთა კლუბის მშენებლობა დაათვალიერეს
    დეკემბერი 2018
    ორსაოთხუპაშაკვ
         
    1
    2
    3
    7
    8
    9
    15
    16
    17
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
          
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი