geo
2018-10-18 06:31:50pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 8 აგვისტო, 2018
    - A +
    ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა.

    აგვისტოს ომში აჭარიდან 17 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის ორი ხულოს მუნიციპალიტეტიდან - ბეღლეთელი ნადიმ ართმელაძე და ირემაძეებელი მერაბ ჭელიძე.

    დღეს გმირების საფლავები მოინახულეს, გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

    გმირის ოჯახებს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3 000 ლარი, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისგან 500 ლარი ერთჯერადად ყოველწლიურად გადაეცემა.

    შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომში 169 მეომარი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რუსულ ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლები კი იძულებით დატოვა 150 ათასამდე ადამიანმა.

    ხულოს გმირების საფლავები ყვავილებით მუნიციპალიტეტი შეამკეს დაღუპული საქართველოს ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის
    ოქტომბერი 2018
    ორსაოთხუპაშაკვ
    2
    3
    4
    5
    6
    7
    9
    10
    12
    13
    14
    16
    17
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
        
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი