geo
2018-11-19 05:42:58am
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 3 ივნისი, 2018
    - A +
    გოდერძი-ბეშუმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

    დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. სამუშაოები ერთი თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 6,2 კმ მონაკვეთს მოიცავს.

    როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მაღალმთიან აჭარაში კურორტების განვითარება არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც მთაში უფრო მეტ ტურისტს, უფრო მეტ დასაქმებას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოიტანს.

    გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გაბიონების და სანიაღვრე არხების, ასევე 5 ახალი და 1 არსებული ხიდის რეაბილიტაცია-მოწყობა. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების და მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს.

    როგორც შემსრულებელი კომპანიის შპს „არალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მიმდინარე ზაფხულს ბეშუმისკენ გადაადგილება უკვე ბევრად უფრო კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი.

    რეაბილიტაცია ხულოს მუნიციპალიტეტი გზის საავტომობილო ბეშუმის დამაკავშირებელი გოდერძი
    ნოემბერი 2018
    ორსაოთხუპაშაკვ
       
    1
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
    10
    11
    12
    13
    14
    15
    16
    17
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
      
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი