geo
2018-09-23 07:33:37am
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 5 სექტემბერი, 2018
    - A +
    გოჩა მელაძემ ნეგოიანში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოები დაათვალიერა

    ხულოს მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია საჯოგიასა და ნეგოიანის წყალსადენის კვეთიდან ბაბანური-ხულოს წყალსადენის ქსელის სათავე ნაგებობამდე მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები.

    აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე და პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე ნეგოიანში იმყოფებოდნენ. ხელმძღვანელმა პირებმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და მშენებლობაზე დასაქმებულებს შეხვდნენ. ამ ეტაპზე მილსადენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

    აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს პროექტ "ბაბანური-ხულოს წყალსადენის" გაგრძელებას და სასმელი წყლით დაბა ხულოსა და მის მიმდებარე სოფლების ნაწილს მოამარაგებს. პროექტის განხორციელებისათვის ბიუჯეტიდან 368993 ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შპს "უნივერსალ ჯორჯია 2008" ახორციელებს.

    სამუშაოები დაათვალიერა ხულოს მუნიციპალიტეტი მოწესრიგების სისტემის მელაძემ ნეგოიანში სასმელი წყლის
    სექტემბერი 2018
    ორსაოთხუპაშაკვ
         
    1
    2
    3
    4
    8
    9
    10
    11
    12
    13
    14
    15
    16
    17
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი