geo
2019-05-27 02:13:49am
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • ტურიზმი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 9 მაისი, 2019
    - A +
    დღეს ხულოში ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    დღეს ხულოში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

    მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, და მოქალაქეები სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამამულო ომში დაღუპულები გაიხსენეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნადიმ ვასაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ.

    ღონისძიებაზე ა(ა)იპ „ხულოს კულტურის ცენტრთან“ არსებულმა ვოკალურმა ანსამბლმა „ხულომ“ წარმოადგინა სამამულო ომის თემატიკასთან დაკავშირებული მუსიკალური ნომრები. დაბა ხულოს საჯარო სკოლის ბავშვებმა კი ლექსები წაიკითხეს.

    მეორე მსოფლიო ომში ხულოს მუნიციპალიტეტიდან 750 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 247 გარდაცვლილი და უგზოუკვლოდ დაკარგულია.

    ღონისძიება გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტი მიძღვნილი წლისთავისადმი ხულოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს
    მაისი 2019
    ორსაოთხუპაშაკვ
      
    1
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    10
    11
    12
    13
    15
    16
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
      
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი