geo
2019-05-27 02:41:48am
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • ტურიზმი
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 18 აპრილი, 2019
    - A +
    დღეს ხულოში 1998 წლის 18 აპრილს ვაშლოვანში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულები გაიხსენეს

    დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში 1998 წლის 18 აპრილის ვაშლოვანის ტრაგედია გაიხსენეს. 

    სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად, ტრაგედიის ადგილას დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურებისა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფებოდნენ. მათ დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

    ტრაგედიის შესახებ ისაუბრეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნადიმ ვასაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

    ღონისძიების დასკვნით ნაწილში სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემატიკასთან დაკავშირებული ლექსები წაიკითხეს.

    შეგახსენებთ, რომ 21 წლის წინ სოფელ ვაშლოვანში, სატბაოს ტერიტორიაზე მოულოდნელად ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის როგორც ადგილობრივები, ისე კახეთიდან ჩამოსული სტუმარიც იყო.

    დაღუპულები გაიხსენეს ხულოს მუნიციპალიტეტი ტრაგედიის მომხდარი ხულოში 1998 აპრილს ვაშლოვანში
    მაისი 2019
    ორსაოთხუპაშაკვ
      
    1
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    10
    11
    12
    13
    15
    16
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
      
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი