geo
2018-11-15 05:13:40pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 19 ოქტომბერი, 2018
    - A +
    დღეს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვახტანგ ბერიძე წარადგინა

    დღეს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს, პრესისა და მასმედიის წარმომადგენლებს მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე წარუდგინა.

    „ვახტანგ ბერიძე არის გამოცდილი, წარმატებული მენეჯერი, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, ის 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს გუნდთან ერთად თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ ვახტანგ ბერიძის წარდგენისას.

    ვახტანგ ბერიძემ მადლობა გადაუხადა გუნდს ნდობისათვის და აღნიშნა, რომ მზად არის არსებული ყველა გამოწვევის დასაძლევად.

    „მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მზად ვარ გამოწვევებისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებ. ჩვენთვის უმთავრესია თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა, რისთვისაც აუცილებელია  ინფრასტრუქტურული, კულტურული და სოციალური მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გასულ წლებში და აქტიური მუშაობა კვლავაც გაგრძელდება. გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვანი პროექტი და დაიგეგმება მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამები. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება განათლების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება. მჯერა, რომ გუნდთან და მოსახლეობასთან ერთად ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებ ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ“ - აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა წარდგენისას.

    ვახტანგ ბერიძემ მადლობა გადაუხადა ხულოს მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს გოჩა მელაძესა და პირველ მოადგილე ლაშა ბოლქვაძეს ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნისას გაწეული საქმიანობისათვის.

    შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო, აგრეთვე  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ხულოს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის მერის პირველი
    ნოემბერი 2018
    ორსაოთხუპაშაკვ
       
    1
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
    10
    11
    12
    13
    14
    15
    16
    17
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
      
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი